"ჩემი ბოლო სიტყვით სრულდება ეს საგიჟეთი და საბოლოო განაჩენი დგება"

2018.01.24 00:08:14
"ჩემი ბოლო სიტყვით სრულდება ეს საგიჟეთი და საბოლოო განაჩენი დგება"

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დაკავებამდე შემდეგ სიტყვებს წერდა.

 

მეგობრებო ხვალ საქალაქო სასამართლოში ჩემი ბოლო სიტყვით სრულდება ეს საგიჟეთი და საბოლოო განაჩენი დგება, ანუ ხვალ დაჩაქუჩდება და გადაწყდება სად ვიცხოვრებ უახლოესი რამოდენიმე წელი ქალაქგარეთ "კურორტზე" თუ ქალაქის ამ გაუვალ ბეტონის ჯუნგლებში თქვენთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას. ვისაც გაინტერესებთ და გეცლებათ მოდით ,კარს ღიას დავტოვებ არ მოგერიდოთ", - წერდა ბახალა.

გიორგი გიორგანაშვილს დღეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.