რამდენიმე საგანში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება!

2018.01.22 15:26:27
რამდენიმე საგანში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება!

გამოსაშვები გამოცდები, შესაძლოა, რამდენიმე საგანში გაუქმდეს. 

 

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, განათლების სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და გამოცდებთან მიმართებაში ცვლილებები შესაძლოა, წელსვე ამოქმედდეს.

 

"ჩვენ, სახელმწიფოს, საზოგადოებას გვჭირდება მოაზროვნე ადამიანები. ყველა სპეციალობაში ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებაზე. ხშირად ვიმეორებ პლუტარქეს გამონათქვამს, რომ "გონება ეს არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო". სწორედ ეს იქნება ჩვენი დევიზი განათლების ყველა საფეხურზე - სკოლაშიც, პროფესიულ კოლეჯშიც და უმაღლეს საფეხურზეც. გამოცდებიც შესაბამისად უნდა ასახავდეს ამას. ჩვენ ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ გამოცდების ცენტრთან რომ ამ კუთხით წავიყვანოთ გამოცდები. ცხადია, იქ უნდა მოხდეს შემოწმება, რამდენად აქვს მოსწავლეს ინფორმაცია, მაგრამ ასევე აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებითი აზროვნების კუთხით. ცვლილებები გამოცდების კუთხითაც დაგეგმილია და ვმუშაობთ", - განაცხადა მინისტრმა.