ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბი აფეთქდა!

2018.01.22 12:37:41
ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბი აფეთქდა!

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. 

 

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით,  ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.

 

შეგახსენებთ, ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ. გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ გაფიცულების მოთხოვნები დააკმაყოფილა.