როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდები?

2018.01.22 12:03:10
როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდები?

დღეს და ხვალ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

 

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 13-დან 19 გრადუსამდე. მთიან რაიონებში 10-15, მაღალ მთაში 3-8 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-14 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღეს ჰაერის ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება.

24 იანვარს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შემომავალი შედარებით ცივი ჰაერის მასებით. გაწვიმდება დასავლეთ საქართველოში, მაღალ მთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 8 გრადუსით.

24 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ღამით მოსალოდნელია ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით. დღისით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, დროგამოშვებით ძლიერი.

დედაქალაქში 24 იანვარს დღის მეორე ნახევარში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.