დღეს საქართველოში თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნება

2018.01.21 14:26:53
დღეს საქართველოში თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნება

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით, მეშვიდე წელია, "თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, "თოვლის მსოფლიო დღე" მასშტაბური ღონისძიებაა და მასში 45 ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდებში ზამთრის სპორტის პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდა.

 

ამ დრომდე ღონისძიება 645-ზე მეტ კურორტზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ "თოვლის მსოფლიო დღე" ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ავსტრიაში, კანადაში, საფრანგეთში, ისლანდიაშსი, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში.

 

21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე "თოვლის მსოფლიო დღე" აღინიშნება.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ბავშვთა გასართობი ღონისძიებები, ჩატარდება სახალისო შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას.