"სიგარეტს ეწეიდა, საწოლზე დაუვარდა და..." დეტალები რუსთავში გაჩენილ ხანძარზე

2018.01.19 00:08:56
"სიგარეტს ეწეიდა, საწოლზე დაუვარდა და..." დეტალები რუსთავში გაჩენილ ხანძარზე

რუსთავში, კონსტიტუციის ქ. #63 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძრის შედეგად 50-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.

 

,,ქრონიკის" ინფორმაციით ცეცხლი საწოლს ეკიდა და სახლში მყოფი ქალი კვამლის შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, შუახნის ქალი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.