დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის მამიდა მომხდარის დეტალებს იხსენებს

2018.01.17 12:12:13
 დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის მამიდა მომხდარის დეტალებს იხსენებს

კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსის და დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის მამიდა, თამარ ქვლივიძე  ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან საუბრისას მომხდარის დეტალებს იხსენებს.

 

 

იგი აღნიშნავს, რომ მისი ძმისშვილი კლუბში არ შუშვეს, რასაც დაცვის თანამშრომლებსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

 

"არ შეუშვეს თავიდან, უთხრეს გვერდზე გამოდითო. იქ რაღაც ორი რიგი ყოფილა, მათ თავისი მეგობრის სახელი დაასახელეს, ვისიც არის ეს კლუბი. მათ უწმაწური სიტყვებით მოიხსენიეს მისი მეგობარი, ანუ შეაგინეს დაცვის წევრებმა.

 

გამოგვიყვანეს წერეთლის გამზირამდეო, 10 კაცი მოგვზდევდაო და გვირტყამდაო. ვიცი, დამნაშავეა იმაში, რომ ჯიბეში დანა ედო. ეს უკვე გაუმართლებელს ხდის მის საქციელს, მაგრამ ბოლოს გამოუვალი მდგომარეობა მქონდა და დანა გამოვიყენეო. მოხდა ის, რომ არავინ დაჭრილა მძიმედ. ერთს აქვს მხოლოდ 8 ნაკერი თავზე დადებული, რომელიც 1 საათით მიიყვანეს საავადმყოფოში და გამოწერეს. გამოჰყავთ, რომ არის მკვლელი, რეციდივისტი",-აცხადებს თამაზ ქვლივიძის მამიდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი სამართალდამცველისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული, თამაზ ქვლივიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.