როგორია ნუცუბიძეზე დაჭრილი ახალგაზრდას ჯანმთელობის მდგომარეობა

2018.01.17 11:43:46
როგორია ნუცუბიძეზე დაჭრილი ახალგაზრდას ჯანმთელობის მდგომარეობა

სამედიცინო პერსონალი პაციენტის მდგომარეობას სტაბილურად აფასებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ

მას კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 26 წლის სანდრო ჯორჯაძეს გადაუდებელი ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში: "პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები ორივე ქვემო კიდურში, მარცხენა კიდურზე დაზიანებული იყო მუხლქვეშა არტერია, ვენა და ტიბიალური ნერვი და მარცხენა წვივის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობა. მარჯვენა კიდურზე იყო ერთი ჭრილობა," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ზვიად დემეტრაძემ. ჯორჯაძე ნუცუბიძის ფერდობზე წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები გვიანობამდე მუშობდნენ. მთელი ღამე მიმდინარეობდა მოწმეთა დაკითხვა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოში. სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით მიმდინარეობს - იარაღის უკანონო შეძენა-ტარება და სხეულის განზრახ დაზიანება.