გორში N1 საბავშვო ბაღი გაქურდეს

2018.01.17 11:41:27
გორში N1 საბავშვო ბაღი გაქურდეს

გორში N1 საბავშვო ბაღი გაქურდეს.

 

წაღებულია ორი კომპიუტერი და ტელევიზორი. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

 

გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს, და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 1-დან 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.