რამ გამოიწვია ორი შვილის დედის გარდაცვალება- ახალი დეტალები

2018.01.16 16:28:57
რამ გამოიწვია ორი შვილის დედის გარდაცვალება- ახალი დეტალები

ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში დაღუპული 41 წლის მშობიარის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. 

 

ლიანა ტაბატაძის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ის კლინიკაში ჯანმრთელი მივიდა და საკეისრო კვეთაც გართულების გარეშე მიმდინარეობდა. რამ გამოიწვია ორი შვილის დედის გარდაცვალება, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

 

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები სასამართლოში ჩივილს გეგმავენ. მათ კლინიკის ვერსიის არ სჯერათ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ახლობლების თქმით, მშობიარეს ანალიზები წესრიგში ჰქონდა და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

 

ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ მშობიარის საკეისრო კვეთა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. კლინიკის ხელმძღვანელი დღეს მოულოდნელ გარემოებებზე საუბრობდა. მშობიარე ნარკოზიდან ვერ გამოვიდა.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. ტრაგიკულ შემთხვევას უკვე სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო.

 

წყარო: rustavi2.ge

ავტორი: ანა წერეთელი