ჩაცხრილული გენერალი, შესაძლოა, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია

2018.01.16 16:19:36
ჩაცხრილული გენერალი, შესაძლოა, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი საკუთარ კაბინეტში ჩაცხრილული იპოვეს.

 

 გენერალი ქუთათელაძე ქალაქ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზარში მდებარე ოფისში მოკლეს. უცნობმა დამნაშავემ მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სამსონ ქუთათელაძე ადგილზე დაიღუპა. თავდასხმა დაახლოებით საღამოს 06:00 საათზე, იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზრობის თანამშრომლები ჯერ კიდევ ადგილზე იყვნენ და სავაჭრო ობიექტები ღია იყო. ამის მიუხედავად არც გასროლის ხმა და არ საეჭვო გადაადგილება ქუთათელაძის კაბინეტთან არავის შეუნიშნავს. ცხედარი დაცვის თანამშრომელმა იპოვა.

 

54 წლის გენერალი ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე იყო.

 

მეგობრები არ ადასტურებენ გავრცელებული ინფორმაციას, რომ მას რუსთავის ბაზრის წილის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდა.

 

დანაშაულის მოტივი უცნობია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის 108 - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

54 წლის გენერალი, სამსონ ქუთათელაძე ყოფილი დეპუტატია. 2008 წელს ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს საჩხერის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა და „კურიერის“ ინფორმაციით მისი მთავარი რეკომენდატორი მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო. ქუთათელაძეს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა.

 

გენერალ ქუთათელაძეს წარმატებული სამხედრო კარიერაც ჰქონდა. გენერალი ქუთათელაძე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე ჩართული იყო სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში. 

 

წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/94414