თოვლი, წვიმა, ქარბუქი- უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2018.01.15 14:06:05
თოვლი, წვიმა, ქარბუქი- უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

არამდგრადი ამინდები საქართველოში უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება. ამის შესახებ 

 

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლის სახით.

 

დასავლეთ საქართველოში, 17 იანვარს შედარებით გამოიდარებს, მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო.

 

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

 

აღმოსავლეთ საქართველოში, უახლოეს დღეებში, კვლავ რჩება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ზოგან მცირე თოვლი და ნისლი.

 

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, ბარში 0 +5 გრადუსი, მთაში -1 +4, ხოლო, მაღალ მთაში -7 -2 იქნება.

 

სინოპტიკოსების ცნობით, უმეტესად ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება თბილისშიც. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა, ღამით 0 და დღისით +3 გრადუსი იქნება.