ნაფარეულში გაუჩინარებული 20 წლის გოგონა იპოვეს

2018.01.14 18:41:28
ნაფარეულში გაუჩინარებული 20 წლის გოგონა იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 2 კვირის წინ დაკარგული 20 წლის გოგო იპოვეს.

 

როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, ის თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახში იმყოფება.

 

 

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.