კარდენახში მცხოვრები 12 წლის გოგონა 6 თვის ორსულია

2018.01.12 13:46:45
კარდენახში მცხოვრები 12 წლის გოგონა 6 თვის ორსულია

აღნიშნულის შესახებ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის ექიმი-პედიატრი ლალი მირიანაშვილი აცხადებს.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 12 წლის გოგონა, რომელიც ზაფხულში გათხოვდა, 6 თვის ორსულია.  

 

“გოგონა კარდენახის მაცხოვრებელია, 12 წლისაა და ექვსი თვის ორსულია. თავისი სურვილით გაჰყვა 18 წლის ბიჭს. დედამ მოიყვანა, მუცლის ტკივილით გამოწვეული დისკომფორტი ჰქონდა, ამ დროს მუცლის შემობერვა ჩვეულებრივი მოვლენაა. ქირურგიც და გინეკოლოგიც ჩავაყენეთ საქმის კურსში. ორსულობა ჩვეულებრივ მიდის, პაციენტი ჯანმრთელადაა და ბინაზე გავუშვით.” როგორც ლალი მირიანაშვილმა აღნიშნა, პაციენტის დას, შვილი 14 წლის ასაკში შეეძინა.

 

წყარო: mymovs.com