ყოფილი პარლამენტარი გარდაიცვალა!

2018.01.09 19:50:34
ყოფილი პარლამენტარი გარდაიცვალა!

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე სამძიმრის წერილს ავრცელებს.

 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ცნობილი ფილოსოფოსის, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო.

 

მიხეილ ნანეიშვილმა თავისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ჩვენი ქვეყნის ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი მიხეილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.