წვიმა, ძლიერი ქარი- უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2018.01.08 13:20:01
წვიმა, ძლიერი ქარი- უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი:

 

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ 9 იანვარს დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში კი, თოვლია ნავარაუდები, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დაბლოში +8,+13, მთაში +2,+7; მაღალ მთაში -2,+3 გრადუსია მოსალოდნელი.

 

აღმოსავლეთ საქართველოში, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტი წამში. ჰაერის ტემპერატურა ბარში +8, მთაში +3+8, მაღალ მთაში -4 +1, ზოგან +6;

 

თბილისში ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დრო გამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი წამში. ღამით +3, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი.

 

10 იანვარს დასავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს, დღისით კი, ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალონდნელი, მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +7+12, მთაში +1+6, მაღალ მთაში -4+1 გრადუსია ნავარაუდები.

 

აღმოსავლეთ საქართველოში, ღამით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლია მოსალოდნელი; იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +4+9; მთაში +1+6; მათალ მთაში -4-1 გრადუსი.

 

თბილისში ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ძლიერი 17-22, ჰაერის ტემპერატურა კი, ღამით +4, დღისით +8 გრადუსი იქნება.