რუსთავში შობის ღამეს სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

2018.01.08 12:59:46
რუსთავში შობის ღამეს სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ახალშობილი ჩვილი იპოვეს.

 

ბავშვი გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.