"11 წლის მარიამი მაღაზიიდან სახლში ბრუნდება,როცა იგი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა"

2018.01.06 15:49:21
"11 წლის მარიამი მაღაზიიდან სახლში ბრუნდება,როცა იგი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდელი 11 წლის მარიამ გობრონიძე გუშინ თბილისი-ხაშურის ავტომაგისტრალზე (კასპის მონაკვეთი) მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

 

უბედური შემთხვევის მიზეზი მძღოლის დაუდევრობა გახდა, თვითმხილველთა თქმით, ბავშვი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა (კასპში მარიამის დედას საკუთარი სახლი აქვს), როცა მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ბორდიულს შეეჯახა, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულე ბავშვს.

 

 

გარდაცვლილი მარიამ გობრონიძე ოზურგეთის 2006-10 წლების მოწვევის საკრებულოს დეპუტატისა და ამჟამად ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივების” თანამშრომლის გელა გობრონიძის შვილიშვილია.

 

 

მარიამი მშობლების ერთადერთი შვილი იყო.