ავარია ოზურგეთში- დაშავდნენ საბავშვო ბაღის წარმომადგენლები

2018.01.03 15:39:03
ავარია ოზურგეთში- დაშავდნენ საბავშვო ბაღის წარმომადგენლები

პირველ იანვარს საღამოს საათებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში.

 

ცენტრალურ ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ქალბატონი დაშავდა, მათ შორის ორი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელია.

 

 

დაშავებულები ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ორი შედარებით მსუბუქად იყო დაშავებული და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ბინაზე გაეწერა, ერთი მათგანი კი რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩება.

 

 

როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.