როდიდან გამოიდარებს- იხილეთ ამინდის პროგნოზი

2018.01.02 13:53:47
როდიდან გამოიდარებს- იხილეთ ამინდის პროგნოზი

იხილეთ ამინდის პროგნოზი:

 

დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი, ხოლო 3 იანვრიდან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

 

2 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო მაღალ მთაში – თოვლი. საღამოს გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში დღეს 6-11 გრადუსია მოსალოდნელი, ხვალ ჰაერის თემპერატურა 17 გრადუსამდე მოიმატებს და ნალექიც შეწყდება.

 

 

აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება.

 

 

4 იანვარს უნალექო ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა 13-18 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი იქნება. ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

 

 

5 იანვარს, დღის პირველ ნახევარში უნალექო ამინდი იქნება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, დღის მეორე ნახევ