2018 წლის პირველი ბავშვი 00:12 საათზე მოევლინა ქვეყანას

2018.01.01 17:43:21
2018 წლის პირველი ბავშვი 00:12 საათზე მოევლინა ქვეყანას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ 2018 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მოინახულა. 

 

თამარ ბარკალაიამ პატარას სიმბოლური საჩუქრები მიუტანა. ბავშვი კლინიკა ''ჰერაში'' დაიბადა.

 

გაბრიელ მღებრიშვილი 00:12 საათზე მოევლინა ქვეყანას. წონით 3.650 კგ, სიმაღლით კი 50 სანტრიმეტრის. ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.