3 ადამიანს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა- უბედური შემთხვევები ახალი წლის ღამეს

2018.01.01 13:37:12
3 ადამიანს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა- უბედური შემთხვევები ახალი წლის ღამეს

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ახალი წლის ღამით დამწვრობით ხუთმა ადამიანმა მიმართა. 

 

დაშავებულებიდან სამს თითების ნაწილობრივ ან სრული ამპუტაცია დასჭირდა.

 

ახალი წლის ღამეს, 12 საათის შემდეგ, დროის მცირე ინტერვალით ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ხუთმა ადამიანმა მიმართა. დაშავებულები ამბობდნენ, რომ მათ პიროტექნიკა ხელში აუფეთქდათ - განმარტავს ექიმი ქეთი ხვისტანი.