ახალი წლის ღამეს მოთოვს!

2017.12.29 15:53:42
ახალი წლის ღამეს მოთოვს!

იხილეთ ამინდის პროგნოზი ახალი წლის დღეებში:

 

31 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. სინოპტიკოსები ახალი წლისთვის თბილისში თოვლს არ ელოდებიან.

 

1-ელ იანვარს თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში აღნიშნავენ, წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებში თოვლი მოსალოდნელი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია.

 

8 იანვრამდე დედაქალაქში ყინვები არ იქნება. საშუალო ტემპერატურა 3-4-დან 11-12 გრადუსამდე მერყეობს.