სიღნაღში აფეთქების შედეგად 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა

2017.12.27 22:24:15
სიღნაღში აფეთქების შედეგად 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა. 

 

შემთხვევა რამოდენიმე საათის წინ ბეგიაშვილების ოჯახში მოხდა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რამაც ტექნიკის აფეთქება გამოიწვია.

 

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედიკოსებს მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.