მარტვილში საახალწლოდ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო!

2017.12.27 13:39:47
მარტვილში საახალწლოდ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო!

მარტვილში საახალწლო ღონისძიებები გადადეს.

 

 

მარტვილში საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დღეიდან უნდა დაწყებულიყო გადაიდო. ამის მიზეზი ორი დღის წინ, თბილისში, გაზის გაჟონვის შედეგად 21 წლის გოგოს სალომე გალდავას გარდაცვალებაა. 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის facebook-ზე წერია, რომ ქალაქის მერი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების გამო.

 

როგორც ipn-ი მერზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილის ოჯახი ქალაქის ცენტრში ცხოვრობს, სადაც ღონისძიებები უნდა გამართულიყო.