მორიგი მსხვერპლი მშენებლობაზე - რა მოხდა ქუთაისში

2017.12.27 13:18:52
მორიგი მსხვერპლი მშენებლობაზე - რა მოხდა ქუთაისში

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე კორპუსის მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა.

ეს ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უბედურ შემთხვევას ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქის მერი გამოეხმაურა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მშენებლობების საკითხი მოსაწერიგებელი და წესები გასამკაცრებელია.