სასიში პიროტექნიკა - აფეთქებისას 2 ბავშვი დაშავდა

2017.12.27 13:00:29
სასიში პიროტექნიკა - აფეთქებისას 2 ბავშვი დაშავდა

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქალი და ორი ბავშვი დაშავდა პიროტექნიკის აფეთქების შედეგად.

შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, პიროტექნიკის ნამსხვრევი ერთ-ერთ დაშავებულს თვალთან მოხვდა, მეორეს ხელის თითი დაუზიანა, ხოლო მესამე შემთხვევის დროს დაზიანება მსუბუქი იყო. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს. შს სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს და გამოიყენონ ის ინსტრუქციის შესაბამისად.