"ბატონო მოსამართლევ ნუთუ ადამიანური გრძნობა არ გაქვთ?! თქვენს კისერზე იყოს ამ ბიჭის ცოდვა!"

2017.12.26 18:09:08
"ბატონო მოსამართლევ ნუთუ ადამიანური გრძნობა არ გაქვთ?! თქვენს კისერზე იყოს ამ ბიჭის ცოდვა!"

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ოთარ აბესაძე, გულის შეტევით, ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

„ოთო აბესაძე გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი, ბატონო მოსამართლევ ნუთუ არანაირი ადამიანური გრძნობა არ გაქვთ, ვინ ხართ ასეთი მხეცები, უნდა მოკვდეს ახალგაზრდა ბიჭიი? ასეთი რა ჩაიდინა რომ სახლში მისი ყოფნა საზოგადოებისთვის საშიშია, თქვენს კისერზე იყოს ამ ბიჭის ცოდვა! ,,ბარიგებს,, ზონდერებს და ქვეყნის ამომგდებებს უფორმებთ საპროცესოებს, გირაოებს და დარბაზიდან სახლში უშვებთ და ამ ბიჭის საოცოდაობით ნუთუ გული არ გეწვით?“,- წერს ჯღარკავა.

 

წყარო: https://news.ge/jrarkava/