ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გარდაიცვალა

2017.12.25 23:15:16
ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გარდაიცვალა

დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე "ფეისბუქზე" წერს.

 

"დიდი ადამიანი, დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ის დააკლდება ჩვენს დიპლომატიას, თუმცა მისი მიღწეული შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

 

 

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი - საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი; 1998-1999წწ. ქ. ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 1999-2000წწ. ქ. ბრიუსელში ევროკავშირთან, ევროგაერთიანების კომისიებსა და ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2000-2005წწ. ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2005-2013წწ. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი; 2013 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი. 1998 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.