უნდა ველოდოთ, თუ არა საახალწლოდ თოვლს

2017.12.24 13:14:51
უნდა ველოდოთ, თუ არა საახალწლოდ თოვლს

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

 

სააგენტოს ცნობით, სინოპტიკოსები ახალი წლისთვის თბილისში თოვლს არ ელოდებიან. დღეის მდგომარეობით თოვლი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში არამდგრადი ამინდი 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. 27 დეკემბრიდან გამოიდარებს და დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება.