ქართული ვოისის მონაწილე გარდაცვლილი იპოვეს (ფოტო)

2017.12.20 00:19:32
ქართული ვოისის მონაწილე გარდაცვლილი იპოვეს (ფოტო)

ნახეთ, რას წერდა მომღრალი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე:

 

მომღერალი და ექიმი თორნიკე მეცხვარიაშვილი დღეს დილით გარდაცვლილი იპოვნეს. უბედური შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

 

თორნიკე 2012 წელს ქართული "ვოისის" მონაწილე იყო, მღეროდა და ამავდროულად მედიცინის სფეროში მოღვაწეობდა. ნახეთ, რას წერდა თორნიკე გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში - მისი სტატუსი გერმანული "ვოისის" გამარჯვებულს ნათია თოდულას ეხებოდა:

 

 

"მახსენდება ქართული X ფაქტორი და Natia Todua... ქასთინგზე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა სოფო ტოროშელიძემ უთხრა "არა" რადგან ხელოვნური მოეჩვენა მისი შესრულება... ნეტა გერმანელებმა რატომ ვერ დაინახეს ეს სიყალბე....

 

 

ფინალში ხმათა 50%-ით ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია....

გილოცავ ჩემო ტკბილო გოგოო... ძალიან მიყვარხარ...."