"წმინდა ნიკოლოზი ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც..."

2017.12.19 15:15:21
"წმინდა ნიკოლოზი ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც..."

ილია მეორემ მრევლს ნიკოლოზობა მიულოცა.

 

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა, სადაც წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა აღავლინა.

 

„წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფად შემწე, ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც რწმენითა და სიყვარულით მიმართავს მას დახმარებისათვის. არ შეიძლება, რომ არ დაეხმაროს წმინდა ნიკოლოზი. არაქრისტიანებსაც ეხმარება. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი განსაცდელი, მწუხარება, რომელიც არის რომელიმე ოჯახში, მწუხარება სიხარულით შეიცვალოს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით. დალოცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.