17 წლის მოზარდი თავის არეში სანადირო თოფით დაჭრეს

2017.12.19 12:16:29
17 წლის მოზარდი თავის არეში სანადირო თოფით დაჭრეს

გუშინ, ხელვაჩაურელი 17 წლის მოზარდი, თავის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

ჭრილობა სანადირო თოფით არის მიყენებული.

კლინიკა „მედინაში“ ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა, თუმცა შესაძლებელია მოზარდი გადარჩეს. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით,რაც გულისხმობს თვითდაზიანებას.