სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე საქართველომ სამი ოქროს მედალი მოიპოვა

2017.12.17 21:11:43
სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე საქართველომ სამი ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო. რუსი ანტონ კრივობოკოვის, კუბელი ალექს გარსიასა და ბრაზილიელი რაფაელ სილვას დამარცხების შემდეგ, გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა.

 

ოქროს მედლისათვის ბრძოლაში მისი მეტოქე მეორე ბრაზილიელი - მსოფლიოს მოქმედი ვიცეჩემპიონი, დავიდ მოურა გახლდათ. თუშიშვილმა მეტოქე ვაზარითა და იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.