დღეს ბარბარობაა!

2017.12.17 10:23:18
დღეს ბარბარობაა!

17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

ბარბარობასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღესრულება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიას დღეს 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად მიიჩნევა.