დეტალები მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობზე

2017.12.15 14:45:43
დეტალები მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობზე

მომღერალ მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

 

გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ ეთერში აღარ გავიდა, მიზეზი კი მერაბ სეფაშვილის ავადმყოფობა გახდა.

 

როგორც აღმოჩნდა მომღერალმა მაღალი სიცხის გამო ეთერში სტუმრობა ვერ შეძლო.

 

რადიო დარდიმანდმა გუშინ განცხადება გაავრცელა.

 

"რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა „შესანიშნავი შვიდეულის“ დღევანდელი სტუმარი, ყველასთვის საყვარელი მომღერალი, მერაბ სეფაშვილი უნდა ყოფილიყო.

 

სამწუხაროდ, ჯანმთელობის გაუარესების გამო, მომღერალმა ვერ შეძლო გადაცემაში სტუმრობა და პირდაპირი ეთერი გადაიდო."