როგორი შაბათი-კვირა გველის წინ- ამინდის პროგნოზი

2017.12.15 11:32:34
როგორი შაბათი-კვირა გველის წინ- ამინდის პროგნოზი

იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი:

 

საქართველოში მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი 20 დეკემბრამდეა მოსალოდნელი. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს.

 

16-17 დეკემბერს დასავლეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით 14-19 გრადუსი იქნება. მთიანში 9-14 გრადუსი. მაღალმთიანში კი 5-10 გრადუსი სითბო.

 

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება. მთიანში 6-11 გრადუსი, ხოლო მაღალმთაში 4-9 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.