ხანძრის გამო 10-სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

2017.12.15 11:31:06
ხანძრის გამო 10-სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

სოფელ ყულიშაკარში წუხელ გვიან ღამით მაქაცარიაების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პროკოპენკოს თქმით, სახანძრო დრულად მივიდა თუმცა, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „მსგავსი შემთხვევების დროს სახელმწიფო ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული 1000 ლარით და სამასალე მერქანით ეხმარება. სამწუხარო ფაქტი მოხდა, ოჯახმა 70 000-მდე ლარით იზარალა. ცეცხლი სავარუდოდ გაყვანილობას გაუჩნდა“,- აღნიშნა პროკოპენკომ. აღნიშნულ სახლში ათი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის მცირეწლოვნებიც.