"ჩემი შვილი მოკლულია, ხოლო ორგანოები გაყიდული"

2017.12.14 17:22:45
"ჩემი შვილი მოკლულია, ხოლო ორგანოები გაყიდული"

გარდაცვლილის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მათი შვილი ორგანოებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდა.

 

იური მარდიანი უკვე მერვე წელია გარდაცვლილი შვილის საქმეს თავად იძიებს. ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაუცემელი კითხვაა.

 

შემთხვევა 2010 წელს მოხდა, როდესაც დავით მარდიანი არაკანონიერი გზით გერმანიაში გაემგზავრა. რის გამოც ის მალევე დააკავეს და ჰამბურგის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს. გერმანული მხარე ამბობს, რომ დავით მარგიანი დაპატიმრების შემდეგ მალევე ავად გახდა. განკურნების შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო, თუმცა, ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება და ამბობენ, რომ მათი შვილი მოკლულია, ხოლო ორგანოები გაყიდული.