"კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის, ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო, გილოცავთ!"

2017.12.13 13:31:32
"კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის, ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო, გილოცავთ!"

უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

"კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის, ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო!

 

როგორც იცით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქობის დაკარგვის საფუძველი აღარ არის.

 

კარგი ამბავი კი ისაა, რომ კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს შესაბამისი ჩანაწერი ემატება და როგორც კი ცვლილებები გამოქვეყნდება, იმავდროულად ამოქმედდება ეს ნორმაც მოქალაქეობის თაობაზე.

 

ანუ, დაახლოებით 2018 წლის მარტის ბოლოდან, აპრილიდან ეს დებულება უკვე ძალაში შევა!

 

გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!"