კიდევ ერთი ტრაგედია- იპოთეკით დაზარალებული ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა

2017.12.13 11:51:40
კიდევ ერთი ტრაგედია- იპოთეკით დაზარალებული ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა

კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი მაცნობეს-იპოთეკით დაზარალებული ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.

 

ამის შესახებ „ფეისბუკზე“ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

„დღეს, დილით, კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი მაცნობეს - იპოთეკური სესხის მქონე ოჯახის უფროსი გარდაიცვალა ნერვიულობის ნიადაგზე. ქალბატონს, რომელსაც ერთი შვილი დაეღუპა და მეორე შვილი 4 წელია, სასჯელს იხდის, კიდევ ერთი ცუდი ამბავი ელოდებოდა - საკუთარი ბინიდან გამოსახლება“

 

 

„რამდენიმე დღის წინ მომმართა ოჯახის ახლობლემა... ჟურნალისტების თანხმლებით . მოკლედ, ოჯახი იმ დღეს გადაურჩა გამოსახლებას და გადაიდო გაურკვეველი ვადით. მისმა ახლობლებმა მითხრეს, გლოცავდაო, რომ საკუთარ სახლში გაატარა სიცოცხლის ბოლო წუთებიო. ნათელში ამყოფოს მისი სული ...როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ტრაგედიები?! ღმერთო, დაგვიფარე და შეგვიწყალე ყოველივე ცუდისაგან,ამინ!“ - წერს ბაკურიძე.