SOS! ზუგდიდის სკოლაში ხანძარია

2017.12.11 13:37:59
SOS! ზუგდიდის სკოლაში ხანძარია

ზუგდიდის სოფელ ოქტომბრის სკოლაში ხანძარია.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში ხანძარია. როგორც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ imedinews -სთან სატელეფონო საუბარისას განაცხადა, ცეცხლი შეშის ღუმელს გაუჩნდა.

 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.