რატომ გაჩერდა მოულოდნელად ბათუმი-თბილისის მატარებელი რიკოთზე

2017.12.08 12:58:05
რატომ გაჩერდა მოულოდნელად ბათუმი-თბილისის მატარებელი რიკოთზე

ერთი საათია რაც ბათუმი-თბილისის მატარებელი რიკოთზეა გაჩერებული.

დილის მატარებელი ამ დროისთვის უკვე თბილისში უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც მგზავრები გვატყობინებენ, მატარებელი თბილისში ჩასვლას დანიშნულ დროზე ვერ შეძლებს. "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მატარებლის გაჩერების მიზეზი ძაბვის ვარდნაა. "ძაბვა დაეცა, რამაც მატარებლის გაჩერება გამოიწვია. ამ დროისთვის ძაბვა აღდგენილია, თუმცა მატარებლის გადატვირთვა არ ხერხდება. ვფიქრობ 20 წუთი დასჭირდება მატარებლის გადატვირთვას", - ამბობს დაჩი ცაგურია.