ქალმა სასამართლოს აღმასრულებლებს ხელყუმბარა ესროლა

2017.12.08 12:30:33
ქალმა სასამართლოს აღმასრულებლებს ხელყუმბარა ესროლა

სოხუმში, ბასარიას 111 ნომერში ადგილობრივმა ქალმა სასამართლოს აღმასრულებლებს ხელყუმბარა ესროლა.

ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი აღმასრულებელი მედიასთან საუბარში ამბობს, ბასარიას ქუჩაზე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რა დროსაც შენობის მეპატრონის დედამ მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა. შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღო მსუბუქი დაზიანება. აფხაზურმა მილიციამ დედა-შვილი დააკავა. როგორც ცნობილია, შენობის მეპატრონე უკანონო მშენებლობის დემონტაჟთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გააფრთხილეს, რაზეც მესაკუთრემ ვადა ითხოვა. სასამართლოს აღმასრულებლები ბასარიას ქუჩაზე ვადის გასვლის გამო მივიდნენ.