სხვადასხვა ვერსია მსაჯის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით

2017.12.07 14:43:54
სხვადასხვა ვერსია მსაჯის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით

ფოთის სოფელ მალთაყვაში ფებუხრთის მატჩების მსაჯის სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზებზე სხვადასხვა ვერსია არსებობს. 

 

გარდაცვლილის ოჯახი ფიქრობს, რომ მომხდარი შესაძლოა ე.წ. ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს. ამასთან ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. 

 

გარდაცვლილის დედა და მეუღლე ერთი თვის წინ მომხდარ ამბავს იხსენებენ და ამბობენ, რომ მათთან ოჯახში იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც ილო ტუღუშს ეძებდნენ და მისგან 5000 ლარს ითხოვდნენ. ოჯახი ვარაუდობს, რომ ეს თანხა ჩაწყობილი თამაშის სანაცვლოდ მოითხოვეს - საუბარია ლანჩხუთისა და თელავის გუნდების ბოლო თამაშზე, რომელშიც ლანჩხუთის გუნდი დამარცხდა.

 

ფეხბურთის ფედერაცია გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. 

 

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯი ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი გუშინ იპოვეს. ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.