რას ითხოვს არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

2017.12.06 12:18:55
რას ითხოვს არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

რას ითხოვს არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

 

ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ დანაშაული მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანს არ უნდა დაბრალდეს.

 

„ჩვენ არ გვსურს ვიღაცამ ერთ ან ორ ადამიანს შეაწმინდოს ხელი და მხოლოდ მათ დაბრალდეს სასტიკი დანაშაული.საქმეში ჩნდება ბევრი კითხვა. მე მოვითხოვ, რომ დაკითხული მოწმეები ხელახლა დაიკითხონ. ბევრი გარემოება შეიცვლება და შესაძლოა სხვა გარემოებები დადგინდეს. სხვისი ნამოქმედარი  საგამოძიებო უწყებამ სხვას არ უნდა დააბრალოს“, - ამბობს ადვოკატი. 

 

ტარიელ კაკაბაძე იმ არასრულწლოვანის ადვოკატია, რომელიც პოლიციას ორი დღის წინ ჩაბარდა. 

 

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

 

მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.