ცნობილი გახდა, ვინ დაეხმარა მკვლელობაში ბრალდებულს მიმალვაში-უახლესი დეტალები

2017.12.05 22:11:44
ცნობილი გახდა, ვინ დაეხმარა მკვლელობაში ბრალდებულს მიმალვაში-უახლესი დეტალები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი:

 

ერთ-ერთი ბრალდებული ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნის მშობელია, რომელიც დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. ქრონიკისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ამ ადამიანის ორი მეზობელიც, რომლებიც მკვლელობაში ეჭვმიტანილს მიმალვაში დაეხმარნენ.

 

მკვლელობაში ბრალდებული არასრუწლოვანი, რომელსაც პოლიცია სამი დღე ეძებდა, სამართლადაცვლებს გუშინ ჩაბარდა. უკვე დღეს კი, ადვოკატი ამტკიცებს, რომ მკვლელობა მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია. ის ჩხუბში მონაწილეების ხელახლა დაკითხვას ითხოვს. რაც შეეხება პროცესს, რომელიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ის დახურულია. მარიამ ქართველიშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში სასამართლოდან.