მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულის სკანდალური განცხადება!
იხილეთ მკვლელობაში ბრალდებულის სკანდალური განცხადება:
არასრულწლოვანი გ.ჯ. რომელსაც 4 დღის განმავლობაში პოლიცია საქართველოს მასშტაბით ეძებდა, გუშინ ოჯახის რჩევით, სამართალდამცველებს ჩაბარდა. მისი ადვოკატის თქმით, მოზარდი ამბობს, რომ მას არავინ დაუჭრია.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.
მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.