რამდენი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს 2017 წელს

2017.12.04 12:54:13
რამდენი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს 2017 წელს

2017 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს

6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ფიქსირდება +18.4% ზრდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ცნობით, 11 თვეში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,243,963 შეადგინა, რაც 701,371-ით მეტია 2016 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელზე და +27.6% ზრდა ფიქსირდება.