მკვლელობაში ეჭვმიტანილი გ.ჯ. მორწმუნე ოჯახის შვილია

2017.12.04 12:37:41
მკვლელობაში ეჭვმიტანილი გ.ჯ. მორწმუნე ოჯახის შვილია

ვინ არის ხორავას ქუჩის ინციდენტში ეჭვმიტანილი გ.ჯ. ?

 

"პრაიმტაიმისთვის" ინფორმაციით, გ.ჯ., რომელსაც განზრახ მკვლელობის მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში, დაუსწრებლად წარედგინა, მორწმუნე ოჯახის შვილია.

ის ექვს დედმამიშვილთან ერთად იზრდებოდა და თავად ყველაზე უმცროსია. მამა ოჯახთან და შვილებთან ერთად ყოველ კვირა ეკლესიაში დადიოდა.

 

უცნობია სად იმყოფება ბრალდებული, მას გამოძიება ამ დრომდე ეძებს.